საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარიღი: 22/06/2021

ბრძანების N::

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის

ოქმი N 6

22.06.2021

დღის წესრიგი:

  1. სამაგისტრო პროგრამების: განათლების ფსიქოლოგია, გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება განხილვა და დამტკიცება;
  2. ცვლილება სადოქტორო პროგრამაში - განათლების მეცნიერებები (ორი ახალი კურსი);
  3. 21-22 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე „მასწავლებელი“  ჩასარიცხ პირთა კვოტების რაოდენობის განხილვ/დამტკიცება.

საბჭოს სხდომა ჩატარდა დისტანციურად ზუმის პლატფორმაზე.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, ია კუტალაძე, მზია წერეთელი.

ასოცირებული პროფესორები:

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი,  ანასტასია ქიტიაშვილი, თამარ აბაშიძე,  ვახტანგ ნადარეიშვილი, მაია მესტვირიშვილი.

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი: ქეთევან ჭკუასელი

 ასოცირებული პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი, იზაბელა  პეტრიაშვილი, ზაქარია ქიტიაშვილი.

კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 16 წევრი

განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. სამაგისტრო პროგრამების: განათლების ფსიქოლოგია, გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება განხილვა და დამტკიცება

ასოცირებულმა პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს წევრებს მოკლედ მოახსენა რეაკრედიტაციისათვის მომზადებული პროგრამების შესახებ. ეს პროგრამებია: განათლების ფსიქოლოგია, გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილმა სამაგისტრო პროგრამებმა  აკრედიტაცია გაიარა 2011 წელს  და ამჟამად წარდგენილია რეაკრედიტაციაზე. სამაგისტრო პროგრამები დაფუძნებულია საქართველოს ეროვნულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს მოთხოვნებზე. სამაგისტრო პროგრამები აღწერს და განსაზღვრავს პროგრამის სახელწოდებას, უმაღლესი განათლების საფეხურს, მისანიჭებელ კვალიფიკაციას, კრედიტების რაოდენობას (120 კრედიტი), პროგრამის მიზნებსა და სწავლის შედეგებს, სწავლება-სწავლის მეთოდებს, სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემას, დასაქმების სფეროებს, პროგრამის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ადამიანურ რესურსსა და სტრუქტურას.  პროგრამები განახლებული და დასრულებულია.

ფაკულტეტის საბჭომ განიხილა წარმოდგენილი პროგრამები.

წარმოდგენილი სამაგისტრო პროგრამები და სილაბუსები წინასწარ დაეგზავნათ ფაკულტეტის საბჭოს წევრებს.

ფაკულტეტის საბჭომ კენჭი უყარა რეაკრედიტაციისათვის განახლებულ პროგრამებს - „განათლების ფსიქოლოგია“, „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“, „შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“ და „ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება“.

მომხრე: 16

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

ფაკულტეტის საბჭომ დაამტკიცა განახლებული პროგრამები: „განათლების ფსიქოლოგია“, „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“, „შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“, „ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება“.

2. ცვლილება სადოქტორო პროგრამაში - განათლების მეცნიერებები (ორი ახალი კურსი)

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანია საბჭოზე განსახილველად მეორე საკითხი დააყენა. მან აღნიშნა, რომ სადოქტორო პროგრამაში - „განათლების მეცნიერებები“ - შედის ცვლილება, რომელიც გულისხმობს ორი ახალი კურსის დამატებას. პროფესორმა ქეთევან ჭკუასელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ახალი კურსების დამატება დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს, რათა აღნიშნული კურსებისათვის შესაძლებელი იყოს ლექტორების მოწვევა. ეს კურსებია: „Teaching and Learning in Natural and Virtual Learning Environments“, „Vocational Education for Sustainable Development“. მოცემული კურსების სილაბუსები წინასწარ დაეგზავნათ ფაკულტეტის საბჭოს წევრებს.

საბჭომ კენჭის ყრაზე დააყენა საკითხი: სადოქტორო პროგრამას - „განათლების მეცნიერებებს“ - დაემატოს ორი ახალი კურსი: „Teaching and Learning in Natural and Virtual Learning Environments“, „Vocational Education for Sustainable Development“.

მომხრე: 16

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: სადოქტორო პროგრამას - „განათლების მეცნიერებებს“ - დაემატოს ორი ახალი კურსი: „Teaching and Learning in Natural and Virtual Learning Environments“, „Vocational Education for Sustainable Development“.

3. 21-22 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე „მასწავლებელი“  ჩასარიცხ პირთა კვოტების რაოდენობის განხილვა/დამტკიცება

ფაკულტეტის საბჭომ განიხილა მესამე საკითხი, რომელიც ეხებოდა 60 კრედიტიან პროგრამაზე „მასწავლებელი“  ჩასარიცხ სტუდენტთა კვოტებს. განათლების მიმართულებამ წარმოადგინა კვოტების რაოდენობა.

საგნები კვოტები
ბიოლოგია 8
გეოგრაფია 6
ისტორია 10
მათემატიკა 7
სამოქალაქო განათლება 20
ფიზიკა 3
ქართული ენა და ლიტერატურა 35
ქიმია 5
გერმანული ენა 3
ინგლისური ენა 20
რუსული ენა 10
ფრანგული ენა 3
სულ 130

საბჭომ კენჭის ყრაზე დააყენა მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე „მასწავლებელი“  ჩასარიცხ პირთა კვოტების რაოდენობის დამტკიცების საკითხი.

მომხრე: 16

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე „მასწავლებელი“  ჩასარიცხ პირთა კვოტების რაოდენობ: ბიოლოგია - 8, გეოგრაფია - 6, ისტორია -10, მათემატიკა - 7, სამოქალაქო განათლება -20, ფიზიკა - 3, ქართული ენა და ლიტერატურა - 35, ქიმია - 5, გერმანული ენა - 3, ინგლისური ენა - 20, რუსული ენა - 10, ფრანგული ენა -3.

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე      

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია